ახალი ამბები

ახალციხეში აღმოჩენილ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს გააუვნებელყოფენ

6 მაისს თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველთა ჯგუფი გამნაღვით სამუშაოებს ჩაატარებს ქართველი მესაზღვრეების მიერ ახალციხის სასაზღვრო ზონაში 22 აპრილიდან კონტროლზე აყვანილ დანაღმულ ტერიტორიაზე.


საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველო–თურქეთის საზღვრის ახალციხის მონაკვეთზე ქართველმა მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს რუსი სამხედროების მიერ დატოვებული “TMT-57” ტიპის, 20 ცალამდე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button