ახალი ამბები

სამი მსხვილი ობიექტის პრივატიზების მსურველი კომპანიები დასახელდა

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ 15 მარტს საპრივატიზაციოდ გამოტანილ სამ ობიექტზე  – სს “აზოტზე“, სს “ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანაზე“ და ბათუმის ნავთობბაზაზე განაცხადების წარდგენის ვადა 3 მაისს ამოიწურა.


მეოთხე ობიექტის სს “რუსთავის მეტალურგიულ კომბინატის“ მიმართ  (რომელიც ამ ერთიან პაკეტში იყო ასევე წარმოდგენილი) ინვესტორების დიდი ინტერესიდან გამომდინარე განაცხადების მიღების ვადა 2 ივნისამდე გაგრძელდა.


ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სს “აზოტის“ პრივატიზების პროცესში მონაწილეობას შვიდი კომპანია იღებს. მათ შორისაა საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია “იტერა“, რომელიც 2002 წელს ჩატარებული პრივატიზების შედეგად საწარმოს აქციათა 90%-ის მფლობელი გახდა; თუმცა მოგვიანებით ბიზნეს-გეგმის შეუსრულებლობის გამო “იტერამ“ სამინისტროს უკან დაუბრუნა აქციები.


სს “ელექტორვაგონშემკეთებელი ქარხნის“ შესყიდვით დაინტერესებულია ოთხი კომპანია, ხოლო ბათუმის ნავთობბაზის პრივატიზება 18 კომპანიას სურს.


ამ დროისთვის სს “რუსთავის მეტალურგიული კომბინატზე“
განაცხადები წარდგენილი აქვს სამ კომპანიას: “აზიის გლობალური შესაძლებლობების ფონდს“, შპს “გლობალ სტელ ჰოლდინგს“ და კორპორაცია “ინდუსტრიალნი სოიუზ დონბასს“.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button