ახალი ამბები

გაეროს წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოს აფხაზეთის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა

გაეროს უშიშროების საბჭო მიესალმა გაეროს ეგიდით ჟენევაში აპრილში გამართულ ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებს და მხარი დაუჭირა გაეროს მცდელობებს აღადგინოს ნდობა კონფლიქტის მხარეებს შორის, იტყობინება გაეროს პრესცენტრი 4 მაისს.


ამ განცხადებას წინ უძღოდა სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ჟან მარი გიენოს მოხსენება აფხაზეთში არსებული სიტუაციის თაობაზე, რომელიც მან უშიშროების საბჭოს წინაშე გააკეთა. 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ამავდროულად პრეზიდენტ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში ირაკლი ალასანია ასევე გამოვიდა სიტყვით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კონფლიქტის დარეგულირების და მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით.


გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში და გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჰეიდი ტალიავინის, და მიესალმნენ მათ მცდელობებს “ხელი შეუწყონ მხარეთა შორის დიალოგს პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე დევნილთა დაბრუნებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button