skip to content
ახალი ამბები

ლავროვმა და ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართეს

4 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და მის ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც შეთანხმდნენ 6 მაისს, მოსკოვში რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


მინისტრებმა ასევე განიხილეს ორმხივი ურთიერთობების შესახებ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო განცხადების საკვანძო ასპექტები, “პირველ რიგში რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის ვადების და ფუნქციონირების შესახებ“.


“მოსკოვი მზადაა მაქსიმალურად მოკლე დროში მიაღწიოს შეთანხმებას, იმის გათვალისწინებით, რომ ეს იქნება ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება“, ნათქვამია 4 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button