ახალი ამბები

სააკაშვილი: ჩემი პრეზიდენტობის ვადაში რუსული ბაზების გაყვანა უნდა ჩაეტიოს

დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ საქართველოს აქვს “ისტორიული შანსი“ გადაწვიტოს რუსული ბაზების გავანის პრობლემა.


“ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ორ ან სამ წელზე, თუმცა ბაზების გაყვანის პროცესი უნდა ჩაეტიოს ჩემი პრეზიდენტობის [2004–2009წწ] ვადაში, რომლის დროსაც ეს პრობლემა მოგვარდება“, განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, ახალქალაქსა და ბათუმში განთავსებულმა რუსულმა სამხედრო ბაზებმა “ეტაპობრივად და ცივილიზებულად უნდა დატოვონ ქვეყანა“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button