ახალი ამბები

სააკაშვილი ცხინვალს დიალოგისკენ მოუწოდებს

დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას მოუწოდა ცხინვალს, რომ “წამოვიდეს [თბილისთან] დიალოგზე”.


“არ შეიძლება ცალ კარში თამაში“, დასძენს პრეზიდენტი და თბილისის მიერ სახმრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს.


“ჩვენ გადავიტანეთ [კონფლიქტის ზონაში მდებარე ძევერის] რეზერვისტთა ბატალიონი, რათა [ცხინვალისთვის] საბაბი არ მიგვეცა, ასევე შევამცირეთ [კონფლიქტის ზონაში] ქართველ სამშვიდობოთა რაოდენობა 10–ჯერ… შევთავაზეთ კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო ინიციატივა“, განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ივნისში გეგმავს ფართომასშტაბიანი კონფერენციის გამართვას, სადაც “დეტალურად, ყოველმხრივ განვიხილავთ ჩვენს სამშვიდობო გეგმას“.


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი მზადაა გახსნას საპასპორტო განყოფილებები ცხინვალში და სამხრეთ ოსეთის სხვა ადმინისტრაციულ ცენტრებში, რათა “ოს მოქალაქეებს შეეძლოთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე საქართველოს პასპორტების აღება… მანამდე კი გორის საპასპორტო განყოფილებას ვავალებ შეუფერხებლად გასცეს ოსი ეროვნების მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქის პასპორტები“, აცხადებს პრეზიდენტი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button