ახალი ამბები

საქართველოს რეგიონებში სტიქიის შემოტევა გრძელდება

გადაუღებელი წვიმების გამო კვლავ მძიმე მდგომარეობაა სვანეთის, რაჭის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის რეგიონებში, ზემო სვანეთში კი თოვს.


გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა წაიღო სოფლებთან დამაკავშირებელი გზები, დააზიანა სასოფლო–სამეურნეო მიწები. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უსახლკაროდ არის დარჩენილი.


უამინდობის გამო ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დახმარების ადგილებზე ჩატანა.


2 მაისს საქართველოს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული ტვირთი იტალიის მთავრობამ გამოუგზავნა. ამ დღეებში ასევე ჩამოვა დახმარება გერმანიიდან და ლატვიიდან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button