ახალი ამბები

ენერგეტიკის მინისტრი აშშ-ს სტუმრობს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური 3 მაისს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გილაური General Electric და Pratt & Whitney-ის წარმომადგენლებს შეხვდება  და ელექტროგენერატორების გაზის ტურბინების შესაძლო შესყიდვის საკითხს განიხილავს.
 
საქართველოს მთავრობა 140 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს სამი გაზის ტურბინის შესაძენად, რაც ქვეყანას ელექტროენერგიის დეფიციტის შემცირებაში დაეხმარება, იტყობინება ენერგეტიკის სამინისტრო.
 
აშშ-ის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები მსოფლიო ბანკისა და USAID-ის წარმომადგენლებთან.
 
2 მაისს თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ საქართველო გეგმავს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განახლებას. სავარაუდოდ, მინისტრი ამ პროექტის დაფინანსების საკითხს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან დააყენებს.
 
ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 90-იანი წლების დასაწყისში, გარემოსდამცველთა პროტესტის შედეგად, შეჩერდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button