ახალი ამბები

ეუთო საქართველოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება

საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს ოფიციალური პირები ეუთოს მიერ ორგანიზებულ ერთდღიან სემინარზე, რომელიც თბილისში 3 მაისს გაიმართება, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიებებს შეიმუშავებენ, იტყობინება ეუთოს მისია საქართველოში.   


ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სემინარის მონაწილეები იმ პრაქტიკულ გზებს შეიმუშავებენ, რაც განამტკიცებს საქართველოში არსებულ ინიციატივებს, მათ შორის ფინანსური მონაცემების ეფექტური ანალიზს დანაშაულში მამხილებელი ფაქტების დასადგენად. ეუთოს მისიის, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის წარმომადგენლები და ასევე ექსპერტები ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ლატვიიდან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button