ახალი ამბები

პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების მომზადებით კმაყოფილია

29 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორფოლის სამხედრო პოლიგონზე არტილერისტთა ერთთვიანი წვრთნების დახურვის საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ “ქვეყანას უკვე ჰყავს მოდერნიზებული შეიარაღებული ძალები“.


“პირველები არასოდეს დავიწყებთ ომს და ჩვენი მთავარი იარაღი არის პოლიტიკა, მშვიდობიანი გზა… ჩვენ არ ვაპირებთ პოლიტიკის მთავარ არგუმენტად ვაქციოთ შეიარაღებული ძალები, მაგრამ ამავე დროს პოტენციურმა მტერმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი არგუმენტებიც“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button