ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრი თურქეთში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება

ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლექსო ალექსიშვილი 28 აპრილს ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა, სადაც დაესწრება საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით “ტრანსპორტირება კასპიისა და შავი ზღვის რეგიონში“.


კონფერენციაში ირანის, რუმინეთის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. 


ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამიტზე სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნება ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის საკითხი. ამ მაგსიტრალის მშენებლობის შესახებ ოქმს ქართულმა, აზერბაიჯანულმა და თურქულმა მხარეებმა 6 აპრილს ბაქოში მოაწერეს ხელი. წინასწარი გაანგარიშებით, პროექტი 400 მლნ დოლარი დაჯდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button