ახალი ამბები

პუტინის განცხადებით, დემოკრატია ექსპორტისთვის არ არის

საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დემოკრატია არ უნდა გახდეს “ერთი ქვეყნიდან მეორეში ექსპორტირების საგანი“.


ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ეგვიპტეში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფენფერენციაზე განაცხადა.


„როგორც კი ის [დემოკრატია] ექსპორტის საგანი გახდება, იგი გადაიქცევა ერთი ქვეყნის მიერ მეორეზე უპირატესობის მიღწევის საშუალებად“, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.


მან ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად დემოკრატია სახელმწიფო მოწყობის ყველაზე ეფექტურ ფორმას წარმოადგენს, თუმცა აქვე დასძინა, რომ “არ შეიძლება დემოკრატიული ინსტიტუტების დანერგვა სახელმწიფოს ინტერესებისა და ისტორიის გათვალიწინების გარეშე“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button