ახალი ამბები

ჩოჩიევი კონფლიქტის ზონაში საჰაერო სივრცის დარღვევას აპროტესტებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა წერილი გაუგზავნა შერეული საკონტროლო კომისის (შსკ) დანარჩენ სამ თანათავმჯდომარეს და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს როი რივს, სადაც პროტესტია გამოთქმული ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ამოუცნობი ნიშნით მფრინავი ვერტმფრენების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტების გამო, იუწყება 26 აპრილს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი.


წერილში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში სამხედრო დამკვირვებლების მიერ ზნაურის რაიონში დაფიქსირებულია 14 არასანქცირებული ფრენა . “ამას ოსური მხარე აფასებს, როგორც პროვოკაციას“, ნათქვმია წერილში.


“კატეგორიულად მოვითხოვთ შერეული სამშვიდობო ძალებისგან მიიღონ საჭირო ზომები და დააყენონ საფრენი აპარატები და შესაბამისი ტექნიკა უცნობი ვერტმფრენების ამოსაცნობად და საჭიროების შემთხვევაში, გასანადგურებლად“, აცხადებს ჩოჩიევი  წერილში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button