ახალი ამბები

ბულგარეთი და რუმინეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში დაეხმარება

საქართველოში ბულგარეთისა და რუმინეთის ელჩებმა 26 აპრილს განაცხადეს, რომ მათი მთავრობები გახდებიან საქართველოს “ადვოკატები ევროკავშირში“, მას შემდეგ, რაც ორივე მათგანი ორგანიზაციაში გაწევრიანდება.


ბულგარეთმა და რუმინეთმა ევროკავშირში შესვლის თაობაზე შეთანხმებას 25 აპრილს მოაწერეს ხელი, რის თანახმადაც მათი ევროკავშირში გაწევრიანების ვადად 2007 წელი განისაზღვრა, თუ ამ დროისათვის ორივე ქვეყანა შესაბამის პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმირების მიზნებს მიაღწევს. საქართველოში ბულგარეთისა და რუმინეთის ელჩებმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია მოიწვიეს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.


“ორივე, რუმინეთი და ბულგარეთი უფრო ინტენსიურად ითანამშრომლებენ საქართველოსთან და მხარს დაუჭერენ საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში გაერთიანებისკენ“, განაცხადა რუმინეთის ელჩმა საქართველოში კონსტანტინ გირბეამ თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


მისი თქმით, უკვე დაიწყო ინტენსიური თანამშრომლობა არაფორმალური ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ცნობილია საქართველოს ახალი მეგობრების სახელით და შეიცავს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რუმინეთს, ბულგარეთს და პოლონეთს.  


“ბულგარეთს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს … და ორი წლის შემდეგ, როდესაც ბულგარელი პარლამენტარები ევროპის პარლამენტში დაიკავებენ ადგილებს, ამით საქართველოც მიიღებს სარგებელს“, განაცხადა საქართველოში ბულგარეთის ელჩმა ივაილო ბრაზიცოვმა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button