ახალი ამბები

კრიზისის მართვის შტაბები სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან

დასავლეთ საქართველოში ერთკვირიანი კოკისპირული წვიმების გამო ადიდებული მდინარეების შედეგად მიყენებული ზარალის დასადგენად სპეციალური კრიზისის მართვის შტაბები შეიქმნა. ადგილზე მობილიზებული არიან რეზერვისტები, რომლებიც დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებიან. დღესვე ქუთაისში პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ჩავიდა.


არსებული ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა წყალდიდობამ რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის რეგიონებში, ასევე ქუთაისში, წყალტუბოს, ხონის, ცაგერის, ლენტეხისა და ონის რაიონებში სახლები, გზები და ხიდები დააზიანა. ამბროლაურის რაიონიდან 30 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ცალკეული რაიონები წყალდიდობასთან ერთად მეწყერმაც დააზარალა.


ჯერ-ჯერობით დაუდგენელია სტიქიით მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button