ახალი ამბები

დასავლეთ საქართველო წყალდიდობამ დააზარალა

დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი 25 აპრილს მოსულმა  კოკისპირული წვიმებმა მნიშვნელოვნად დააზარალა.


არსებული ინფორმაციით, მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია, თუმცა წყალდიდობამ რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთის რეგიონებში, ასევე წყალტუბოს, ხონის, ცაგერის, ლენტეხის, ონისა და ქუთაისის სხვა რამდენიმე რაიონში სახლები, გზები და ხიდები დააზიანა. ამბროლაურის რაიონიდან 30 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. რამდენიმე რაიონში მეწყერიც დაფიქსირდა.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიგი უგულავამ 25 აპრილს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ჯერ-ჯერობით ვერ შეძლო რაიმე არსებითი დახმარების აღმოჩენა რეგიონისთვის ცუდი ამინდის გამო.  


 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button