ახალი ამბები

სასაზღვრო და სავიზო საკითხებზე რუსულ–ქართული მოლაპარაკებები უფრო ინტენსიური გახდება

რუსეთი და საქართველო გაააქტიურებენ მოლაპარაკებებს საზღვრის დელიმიტაციისა და სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართველ კოლეგასთან სალომე ზურაბიშვილთან მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, იუწყება “ინტერფაქსი“ 25 აპრილს.


“გადაწყდა, რომ დამატებითი იმპულსი მივცეთ საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტას. ჩვენ ასევე მოვილაპარაკეთ ურთიერთობებისათვის ხელსაყრელი პირობები შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის სავიზო საკითხებთან დაკავშირებით“, განაცხადა ლავროვმა.


20-21 აპრილს თბილისში გამართულ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების შეხვედრაზე დამტკიცებულ იქნა 120 კმ-იანი საზღვრის ხაზი დაღესტნის მონაკვეთზე, თუმცა “შეუთანხმებელ მონაკვეთებზე პოზიციათა დაახლოების პროცესი რთულად მიმდინარეობს“, იტყობინება 25 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


2004 წლის ივლისიდან საქართველომ ცალმხრივად გაამარტივა სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან, რასაც შემხვედრი ნაბიჯი არ მოჰყოლია. რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი 2002 წლიდან მოქმედებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button