ახალი ამბები

საქართველოს სომეხმა მოსახლეობამ თურქეთის საელჩოს წინ აქცია გამართა

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომეხი მოსახლეობის ათობით წარმომადგენელი 24 აპრილს თბილისში თურქეთის საელჩოს წინ შეიკრიბა და 1915 წელს თურქეთში სომეხი მოსახლეობის გენოციდის 90 წლისთავთან დაკავშირებით აქცია გამართა.


აქციის მონაწილეები თურქეთის ხელისუფლებისგან 1915 წლის მოვლენების სომეხი მოსახლეობის გენოციდად აღიარებას მოითხოვდნენ. თუმცა, თურქეთი აცხადებს, რომ მე–20 საუკუნის დასაწყისში დახოცილ სომეხთა რიცხვი გაზრდილია და რომ სომეხი მოსახლეობა I მსოფლიო ომის მსხვერპლია და არა გენოციდის. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button