ახალი ამბები

საქართველო–გაეროს თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი

22 აპრილს გაეროს ოფისში, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ლანს კლარკმა და პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 2006-2010 წლებისთვის შემუშავებული განვითარების ხელშემწყობ გეგმას (UNDAF) მოაწერეს ხელი.


ლანს კლარკის განცხადებით, მმართველობის სფერო, სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკის განვითარება, სოციალური მომსახურება, კონფლიქტების პრევენცია და მოგვარება, გარემოს დაცვა – ეს ის ხუთი მიმართულებაა, სადაც ქვეყნის პრიორიტეტების გათვალისწინებით განხორციელდება გაეროს დახმარება.


თუმცა ამ ეტაპზე უცნობია UNDAF–ისთვის საჭირო თანხების ოდენობა, რადგან “ცალკეული პროგრამების ამუშავების მიზნით შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც თავად გაწერენ ბიუჯეტებს სფეროების მიხედვით“, დასძენს ლანს კლარკი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button