ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველომ და მოლდოვამ რუსეთის ბაზების გაყვანა უნდა მოითხოვონ

22 აპრილს კიშინიოვში მიმდინარე სუამის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ და მოლდოვამ საკუთარი ტერიტორიებიდან რუსული სამხედრო ბაზების უმოკლეს ვადაში გაყვანა უნდა მოითხოვონ.


“[საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული] რუსული სამხედრო ბაზები ქართველი ერის ნებას ეწინააღმდეგება. მათი ყოფნა არ ემსახურება რეგიონულ უსაფრთხოებას“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 22 აპრილს.


საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბაზების გაყვანის ვადებზე საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button