ახალი ამბები

მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი სუამზე საუბრობს

რადიო “თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სტრატანმა განაცხადა, რომ სუამის – საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა – მიმართ ინტერესი რეგიონში იზრდება.


“რეგიონის სხვა ქვეყნები, პოლიტიკოსები ამ ქვეყნებიდან, მზარდ ინტერესსს იჩენენ ამ ორგანიზაციის მიმართ. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ რუმინეთის, ლიტვის და პოლონეთის, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამ რეგიონში სტივენ მანი დათანხმდნენ მონაწილეობა მიიღონ [სუამის წევრი ქვეყნების ლიდერების] სამიტში კიშინიოვში [22 აპრილს]“, განაცხადა ანდრეი სტრატან.


მისი თქმით, 22 აპრილის სამიტზე საქართველოსგან ორგანიზაციის თავმჯდომარის სტატუსის გადაბარების შემდეგ, “მოლდოვას ექნება შესაძლებლობა წარადგინოს ახალი პროგრამა, ახალი ხედვა რეგიონალური უსაფრთხოების დასაცავად მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარების მიზნით; სხვადასხვა პროექტები, მათ შორის ელექტროენერგიის და ენერგეტიკის სფეროებში და იმ ფენომენის დასაძლევად, რომელიც უარყოფით გავლებას ახდენს წევრი ქვეყნების განვითარებაზე“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button