ახალი ამბები

აფხაზური ჯარები საზღვაო დესანტის წინააღმდეგ მოქმედებას სწავლობენ

ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ფარგლებში თვითგამოცხადებული აფხაზეთის ჯარები ოჩამჩირის მახლობლად საზღვაო დესანტის წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკას სწავლობენ, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო 21 აპრილს “რია ნოვოსტი“.   


დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში YAK-41  ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი იღებს მონაწილეობას. 


სამხედრო წვრთნები 1500 ჯარისკაცისა და 2500 რეზერვისტის მონაწილეობით რეგიონში 18 აპრილს დაიწყო.


რუსული გაზეთი “კომერსანტი“  19 აპრილს იუწყებოდა, რომ წვრთნებში სუ-27 გამანადგურებლებიც იღებენ მონაწილეობას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button