ახალი ამბები

სააკაშვილი: სუამის სამიტი ნაყოფიერი იქნება

დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიშინიოვში ჩასვლისას განაცხადა, რომ სუამის წევრ სახელმწიფოთა (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ლიდერების სამიტი, რომელიც დღეს იმართება, ნაყოფიერი იქნება.


“ყველა ქვეყანა, რომელიც დღეს მონაწილეობას იღებს სამიტის მუშაობაში, ახალი ევროპული სახელმწიფოები არიან… რომელთაც ხელიხელჩაკიდებულებმა უნდა იარონ ევროპისაკენ“, იუწყება “რია ნოვოსტი“ 22 აპრილს პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.


სუამის წევრი სახელმწიფოების გარდა, კიშინიოვის სამიტში დამკვირვებლების სტატუსით ასევე იღებენ მონაწილეობას ლიტვის, რუმინეთის და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე კასპიის ენერგეტიკული და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მრჩეველი სტივენ მანი.


პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები [კონფლიქტები აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში], რომელიც საერთოა საქართველოსა და მოლდოვასთვის, “ცივილიზებული გზით“ უნდა გადაწყდეს.


“საქართველოსა და მოლდავეთს მსგავსი ტერიტორიული პრობლემები აქვთ, რომელიც შეთანხმებით, ცივილიზებულად უნდა გადაწყდეს“, განაცხადა 22 აპრილს სუამის სამიტის დაწყებამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button