ახალი ამბები

რუსეთი ნატოს დსთ-ის წევრი ქვეყნების გაწევრიანებისგან თავშეკავებას ურჩევს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ განაცხადა, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ურთერთობები შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუარესდეს, თუ დსთ-ის რომელიმე წევრი ქვეყანა ნატოში გაწევრიანდება.  

“მინდა განვაცხადო, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობები კონსტრუქციულად და ხელსაყრელ პოლიტიკურ გარემოში ვითარდება. თუმცა, ეს მგრძნობიარე საკითხია. შესაძლოა ყველაფერი გაფუჭდეს მკვეთრი, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, მაგალითად ისეთის, როგორიცაა დსთ-ის წევრი ქვეყნების ნატოში გაწევრიანება”, იუწყება 20 აპრილს ალექსანდრე იაკოვენკოს სიტყვებზე დაყრდნობით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button