ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთთან ურთიერთობების “დათბობისკენ“ მოუწოდებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 13 აპრილს ირაკლი ჩუბინიშვილის რუსეთში საქართველოს ელჩად წარდგენის საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ “მისი [ჩუბინიშვილის] მთავარი ამოცანა რუსეთთან ურთიერთობების დათბობა იქნება“.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ირაკლი ჩუბინიშვილი საქართველოს ელჩად 12 აპრილს წარადგინა.


“ამ წარდგენით ჩვენ ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რუსეთთან ურთიერთობები“, განაცხადა სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button