ახალი ამბები

ბაღაფში თბილისსა ან ბათუმში სააკაშვილთან შეხვედრაზე უარს ამბობს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში მზად არის საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისათვის, თუმცა აცხადებს, რომ მოლაპარაკებებზე თბილისსა ან ბათუმში, როგორც ეს ქართული მხარის მიერ იყო შეთავაზებული, არ ჩავა.


“მე მხად ვარ შევხვდე ნებისმიერს, სააკაშვილის ჩათვლით, თუმცა ასეთი დონის შეხვედრა უნდა იყოს კარგად მომზადებული და არა შეხვედრა შეხვედრისთვის… არც თბილისში და არც ბათუმში შეხვედრა არ შედგება. მე უბრალოდ იქ არ ჩავალ“, იუწყება 30 მარტს “აფსნიპრესი“ დე ფაქტო პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნობით. თუმცა ბაღაფშს არ დაუსახელებია შეხვედრისთვის მისთვის მისაღები ადგილი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button