skip to content
ახალი ამბები

მესხეთელი თურქების რეპატრიაციის საკითხზე მომუშავე კომისია სამოქმედო გეგმას წარადგენს

ე.წ. თურქი-მესხების რეპატრიაციის საკითხზე ახლადშექმნილმა კომისიამ 28 მარტს პირველი სხდომა გამართა და მიიღო გადაწყვეტილება გაგზავნოს სპეციალური ჯგუფი 1944 წელს საქართველოდან დეპორტირებული მესხეთელი თურქების ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილებზე.


სახელმწიფო კომისია, რომელსაც კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა ხელმძღვანელობს, პრეზიდენტის 5 მარტის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა.


კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შექმნას მცირე მუშა ჯგუფები, რომლებიც მოივლიან ე.წ. თურქი-მესხების განსახლების ადგილებს და შეისწავლიან მათ რაოდენობას. კომისიის გადაწყვეტილებით შეიქმნება მონაცემთა ბანკი. ასევე გაკეთდება თურქი-მესხების ამჟამინდელი განსახლებისა და საქართველოში მათი დასახლების შესაძლებელი ტერიტორიების რუქები.


კომისია ასევე შეიმუშავებს კონკრეულ სამოქმედო გეგმას და 15 აპრილისათვის მას საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს დასამტკიცებლად.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button