ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მომარაგების განყოფილების უფროსის მოადგილე ზურაბ ხუციშვილი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფრასტრუქტურის განყოფილების ინსპექტორი გია ხელოიშვილი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით დააკავეს.


ისინი ეჭვმიტანილნი არიან სამხედრო ობიექტების მშენებლობიდან დაახლოებით 24,000 ლარის მითვისებაში. გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ უნდა გამოავლინოს თავდაცვის სამინისტროს სხვა ოფიციალური პირებიც, რომელთაც, სავარაუდოდ, კავშირი აქვთ ამ საქმესთან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button