ახალი ამბები

სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ

სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტთან არსებული კოლეჯის სტუდენტები, რომელთა ნაწილი ბოლო ერთი კვირაა შიმშილობს, საქართველოს პრეზიდნეტს ღია წერილით მიმართავენ, სადაც ქვეყნის პირველი პირისგან მხარდაჭერას და “კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ“.


სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც უქმდება სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებისათვის არსებული პრივილეგია კოლეჯში სწავლის სამწლიანი კურსის დასრულების შემდეგ უგამოცდოდ ჩააბარონ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 


ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების და მეცნიერების მინისტრს კახა ლომაიას პრინციპული პოზიცია უკავია და აცხადებს, რომ ყველა აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები.


“შესაძლოა ჩვენსა და უნივერისტეტს შორის დადებული ხელშეკრულება და სახელმწიფო ვალდებულებები მართლაც შეიცავენ ხარვეზებს, მაგრამ რატომ გაახსენდა მინისტრს ეს გამოცდებამდე სამი თვით ადრე და რატომ უნდა ვაგოთ პასუხი სამინისტროს ცუდ მუშაობაზე?“, ნათქვამია ღია წერილში. 


სტუდენტების განცხადებით, კახა ლომაიას, რომელიც „ლახავს სტუდენტების უფლებებს“, უფლება არ აქვს იყოს განათლების მინისტრის თანამდებობაზე.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button