ახალი ამბები

სააკაშვილმა და იუშჩენკომ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა მიხეილ სააკაშვილმა და ვიქტორ იუშჩენკომ 25 მარტს კიევში ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების განვითარების შესახებ დეკლარაციას, იუწყება “რია ნოვოსტი“.


“დეკლარაცია ნატოსა და ევროკავშირისაკენ [საქართველოსა და უკრაინის] ერთობლივ სწრაფვას ითვალისწინებს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


კიევში ასევე მოეწერა ხელი ორი ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.


პრეზიდენტი სააკაშვილი სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით 24 მარტს გაემგზავრა უკრაინაში. მას თან ახლავს მრავალრიცხოვანი სამთავრობო დელეგაცია.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button