skip to content
ახალი ამბები

ამერიკელი სენატორები თბილისს სტუმრობენ

აშშ-ის სენატორთა დელეგაცია, რომელსაც სენატში დემოკრატთა ლიდერი სენატორი ჰარი რიდი ხელმძღვანელობს, 22 მარტს თბილისში ჩამოვიდა, იტყობინება აშშ-ის საელჩო საქართველოში.


დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს. დაგეგმილია ასევე შეხვედრები პრეზიდენტ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან.


შეხვედრების დროს განიხილება რეგიონალური უსაფრთხოების, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები.


დელეგაცია ასევე მოინახულებს კრწანისის სასწავლო-საწვრთნელ ცენტრს, სადაც ქართველი ჯარისკაცები ერაყში სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად წვრთნას გადიან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button