ახალი ამბები

მინისტრის მოადგილე: რუსეთი ბლოკავს ეუთოს მესაზღვრეთა მომზადების პროგრამას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გომიაშვილმა 21 მარტს “სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ ეუთოს მუდმივმა საბჭომ 17 მარტს ვერ განიხილა წინადადება ქართველ მესაზღვრეთა მომზადების პროგრამის შესახებ, “რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“.


“შედეგად, ამ თვალსაზრისით ეუთო ჩვენთვის დახურულია“, განაცხადა გომიაშვილმა და დასძინა, რომ რუსეთის მუდმივად არაკონსტრუქციული პოზიციის გამო, ეუთომ ვერ შეძლო იმ მინიმუმის შესრულებაც კი, რომელიც საქართველომ მოითხოვა – ქართველ მესაზღვრეთა მომზადების პროგრამის განხორციელება. 


ქართველ მესაზღვრეთა მომზადების პროგრამის წარუმატებლობის შემდეგ, საქართველოს დელეგაციამ ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სთხოვა ევროკავშირს დროულად განიხილოს ყველა შესაძლო ვარიანტი ამ მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button