ახალი ამბები

ქართველმა მესაზღვრეებმა რუსული ტანკერი დააკავეს

19 მარტს საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურმა სანაოსნო წესების დარღვევის გამო რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი “სამარა სითი“ ბათუმის მახლობლად დააკავა. ტანკერის 15–კაციანი ეკიპაჟის ყველა წევრი რუსეთის მოქალაქეა.


“სივილ ჯორჯიას” 21 მარტს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრეს–სამსახურში აცნობეს, რომ დაკავებულ ტანკერს, რომელიც სტამბოლი–ბათუმის რეისს ასრულებდა, სანაოსნო წესების დარღვევისათვის 50 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.


ამჟამად ტანკერი ბათუმის პორტშია დაკავებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button