skip to content
ახალი ამბები

სოხუმი და ცხინვალი თბილისს კონფლიქტის მოგვარების გეგმას სთავაზობენ

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 18 მარტს დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ცხინვალმა შესაძლოა თბილისს კონფლიქტის მოგვარების თაობაზე თავისი გეგმა შესთავაზოს.


რუსული გაზეთი “კომერსანტი“  18 მარტს იტყობინებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებთან დაახლოებულ უცნობ წყაროზე დაყრდნობით, რომ აფხაზეთისა და სამხრეთის ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები, რომლებიც ამჟამად მოსკოვში იმყოფებიან, შესაძლოა საქართველოსთან “ერთიანი სახელმწიფოს“ შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ, სერბეთისა და ჩერნოგორიის მაგალითის მსგავსად. ამგვარი მოდელი ითვალისწინებს თანასწორუფლებიან ურთიერთობებს თავისუფალი კონფედერაციის შექმნის მიზნით.


“დიახ, ამგვარი ინფორმაცია არსებობს. გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ყოფნის დროს, შემთხვევით შევხვდი ედუარდ კოკოითს და მან მითხრა, რომ მზადდება რაღაც ახალი წინადადებები. მოდით დაველოდოთ, რას შემოგვთავაზებენ“, განუცხადა გოგა ხაინდრავამ რადიო “თავისუფლების“ თბილისის ბიუროს 18 მარტს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button