ახალი ამბები

კოკოითი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

17 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მინისტრის პირველი მოადგილის ვალერი ლოშჩინინისა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 18 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც კოკოითი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად არის მოხსენებული, ნათქვამია, რომ განხილულ იქნა 16–17 მარტს მოსკოვში გამართული შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეთა შეხვედრის შედეგები და ქართულ–ოსური კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button