ახალი ამბები

აშშ საქართველოს სანაპირო დაცვას დახმარებას უწევს

“საზღვრის დაცვისა და კანონგამტკიცების” პროგრამის ფარგლებში აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით ზღვისპირა სოფელ ანაკლიაში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სარადარე საგუშაგოს მშენებლობა მიმდინარეობს.


საქართველოში აშშ–ს საელჩოს ცნობით, საგუშაგოს მშენებლობაზე 160 ათასი დოლარი იხარჯება, ხოლო თანამედროვე სარადარე სისტემის ღირებულება 30 ათას დოლარს შეადგენს.


ახალი სარადარე საგუშაგოს დახმარებით შესაძლებელი გახდება ტერიტორიულ წყლებში მონიტორინგის განხორციელება.


აპრილისთვის დაგეგმილია ანალოგიური საგუშაგოს მშენებლობა ჩაქვში, მომავალი წლისათვის კი გონიოში. 


ამ ტიპის საგუშაგო აშშ-ს დაფინანსებით უკვე აშენდა სუფსაში. 2001 წელს კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ფოთის საგუშაგოს.


აშშ-ს ფინანსური მხარდაჭერით უახლოეს პერიოდში რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სანაპირო დაცვის ორი კატარღას, რომლის შედეგადაც კატარღები ხელახლა აღიჭურვება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button