ახალი ამბები

აშშ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების განვითარებისთვის 4 მლნ დოლარს გამოყოფს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ მაილსმა დღეს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის 4 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.


საქართველოში აშშ–ს საელჩოს ცნობით, ეს თანხა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს და პროკურატურას მოხმარდება. 


ეს თანხები მოხმარდება ინფორმაციის მართვის სისტემის და კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც დაეხმარება პოლიციის ოფიცრებს უფრო ეფექტურად შეასრულონ თავიანთი საქმე; ასევე დაეხმარება სამართალდამცავ სტრუქტურებს შეიმუშავონ ანტიკორუფციული ინიციატივები; ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შემუშავებაში და უზრუნველყოფს საჭირო აღჭურვილობას და მომზადებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button