ახალი ამბები

ცხინვალი და სოხუმი შესაძლოა საქართველოსთან “ერთიანი სახელმწიფოს“ შექმნის იდეით გამოვიდნენ

რუსული გაზეთი “კომერსანტი“  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებთან დაახლოებულ უცნობ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აფხაზეთისა და სამხრეთის ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები, რომლებიც ამჟამად მოსკოვში იმყოფებიან, შესაძლოა საქართველოსთან “ერთიანი სახელმწიფოს“ შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ, სერბეთისა და ჩერნოგორიის მაგალითის მსგავსად. ამგვარი მოდელი ითვალისწინებს თანასწორუფლებიან ურთიერთობებს თავისუფალი კონფედერაციის შექმნის მიზნით.


გაზეთის ცნობით, მოსკოვს ესმის, რომ ეს გეგმა თბილისისთვის მიუღებელია. თუმცა, ამ იდეამ პირველ რიგში იმის დემონსტრირება უნდა მოახდინოს, რომ რუსეთის შუამავლობით მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების პროცესი ერთ ადგილზე არ დგას, მიუხედავად პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივების წარუმატებლობისა. თბილისი რუსეთს ადანაშაულებს იმაში, რომ სეპარატისტული რეგიონები უარს აცხადებენ ამ წინადადებების მიღებაზე.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button