ახალი ამბები

აფხაზური წყაროს ცნობით, აფხაზურმა ვერტმფრენმა ქართულ გემს ცეცხლი გაუხსნა

საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“  იტყობინება აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, რომ აფხაზეთის სანაპირო დაცვამ 16 მარტს სოხუმის მახლობლად ქართული კატარღა შენიშნა. კატარღა არ გამოეხმაურა აფხაზურ გემებს და მას შემდეგ დატოვა “აფხაზეთის ტერიტორიული წყლები“, რაც აფხაზეთის სამხედრო ვერტმფრენმა მას ცეცხლი გაუხსნა, იტყობინება აფხაზეთის უშიშროების სამინისტროს წყარო.  


საქართველოს ოფიციალურ პირებს ამ განცხადების თაობაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. სამხედრო ბალანსის შესახებ სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) 2003 წლის მონაცემებით, აფხაზეთის შეიარაღებაში სამხედრო ვერტმფრენები არ არსებობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button