ახალი ამბები

რუსი ადმირალი: რუსული ჯარების გაყვანა რამდენიმე თვეშია შესაძლებელი

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა ადმირალმა ედუარდ ბალტინმა საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ საქართველოდან რუსული ჯარებისს და აღჭურვილობის გაყვანა რამდენიმე თვეშია შესაძლებელი.


ბალტინმა, რომელიც შავი ზღვის ფლოტს აფხაზეთის კონფლიქტის დროს მეთაურობდა, განაცხადა, რომ საზღვაო ძალებმა 1993 წელს აფხაზეთიდან 44 ათასი სამოქალაქო პირი, რუსი ჯარისკაცები და მძიმე ტექნიკის ათობით ერთეული სამ თვეში გაიყვანა.


ბალტინის განცხადებით, შესაძლებელია საქართველოში განლაგებული 3000 სამხედროს და აღჭურვილობის ტრანსპორტირება ფოთისა და ბათუმის პორტებიდან რუსეთის ნოვოროსიისკის პორტში. ადმირალ ბალტინის განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის ოფიციალურ პირთა არგუმენტები იმის თაობაზე, რომ რუსეთს სულ ცოტა 3-4 წელიწადი სჭირდება საქართველოდან საკუთარი ჯარების გასაყვანად.     

მსგავსი/Related

Back to top button