ახალი ამბები

პრეზიდენტი მოსახლეობას “მოთმინებისკენ“ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 11 მარტს რეგიონალურ ტელევიზიების ჟურნალისტებთან შეხვედრისას რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, “როგორც პრეზიდენტმა და თანამოქალაქემ” მიმართა და უამრავი პრობლემის მიუხედავად, მათ “მოთმინებისკენ“ მოუწოდა.


“ძალიან კარგად ვიცი, როგორ უჭირს ხალხს. არც მომატებული პენსია და გასტუმრებული დავალიანება და არც ის, რომ პოლიცია ხალხს ფულს არ ართმევს, ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად საკმარისი არ არის, მაგრამ მინდა გამიგოთ“, განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, “თუ ცოტა მოთმინებას გამოვიჩენთ საქართველო დადგება ფეხზე“.


პრეზიდენტის თქმით, რეგიონებში მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. “ჩვენი მთავარი ამოცანაა მოსახლეობის დასაქმება”, დასძენს პრეზიდენტი.


იგი მოსახლეობას ჰპირდება, რომ მთავრობა რეგიონებში განსაკუთრებით მწვავე ენერგოკრიზისის პრობლემას 18 თვეში მოაგვარებს და გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურას.

მსგავსი/Related

Back to top button