ახალი ამბები

მოსკოვი თბილისს თურქი-მესხების საკითხს ახსენებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 11 მარტს საქართველოს ხელისუფლებას 1999 წელს ევროსაბჭოს წინაშე კრასნოდარში მცხოვრები თურქი-მესხების საქართველოში რეპატრიაციის შესახებ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.


“თბილისი არც კი ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ  საკითხის მოგვარებაზე მუშაობა სეროზულად მიმდინარეობს. უკვე მეექვსე წელია უშედეგო საუბრებია რეპატრიაციის შესახებ. საქმე ადგილიდან არ იძვრის“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში  მოსკოვი თბილისს ევროსაბჭოს “სანქციებზე“ მიუთითებს.


ე.წ თურქი-მესხები საქართველოდან 1944 წელს გადაასახლეს, რომელთა ნაწილიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში ცხოვრობს.    

მსგავსი/Related

Back to top button