ახალი ამბები

სათათბირო ყოფილი საბჭოთა ავტონომიების რუსეთთან შეერთების გამარტივებულ პროცედურებზე მსჯელობს

დღეს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ახალი სუბიექტების მიღების წესის შესახებ ფედერალურ კონსტიტუციურ განონში ცვლილებების თაობაზე, რომელიც, საერთაშორისო შეთანხმებების გაფორმების გარეშე, ითვალისწინებს ყოფილი საბჭოთა ავტონომიების ახალი სუბიექტების სახით რუსეთის ფედერაციაში გამარტივებული წესით მიღებას.  ამასთან, რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების საფუძველი შეიძლება გახდეს ყოფილი საბჭოთა ავტონომიის მოსახლეობის ნება, რეფერენდუმის შედეგები.


აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორები იმედოვნებენ, რომ ამ დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში მოსკოვს ექნება სამართლებრივი საფუძველი დააკმაყოფილოს საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თხოვნა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების თაობაზე.

რუსეთის სათათბიროს ოფიციალური ვებ–გვერდზე  გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ცალკეული დეპუტატები შეეწინააღმდეგნენ აღნიშნული კანონპროექტის განხილვას, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება რუსეთის მოქმედ კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.


ქართველმა პარლამენტარებმა რუსი კოლეგების მიერ კანონპროექტის განხილვა ახსნეს, როგორც სადამსჯელო რეაქცია 10 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რუსული ბაზების საწინააღმდეგო დადგენილებაზე.

მსგავსი/Related

Back to top button