ახალი ამბები

პარლამენტი წინასწარი პატიმრობის ვადების შემცირების საკითხს განიხილავს

დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ, რომელიც ასევე ითვალისიწნებს წინასწარი პატიმრობის ვადების შემცირებას.


კერძოდ, წინასწარი პატიმრობის დღეს არსებული 9–თვიანი ვადა მცირდება 4 თვემდე. ამასთან, პირველ ეტაპზე წინასწარი პატიმრობის შეფარდება 2 თვითაა გათვალისწინებული, რომლის ორჯერ, თითო–თითო თვით გაგრძელებაა შესაძლებელი.


ასევე მნიშვნელოვანია კოდექსის საპროცესო შეთანხმების ნაწილში წარმოდგენილი ცვილილებები, რომლითაც საპროცესო გარიგება ღია აღარ იქნება. ასევე გენპროკურორმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გახსნაში თანამშრომლობისათვის შესაძლოა პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება მოითხოვოს.


საპროცესო გარიგების ინსტიტუტი, რომელიც ევროპის საბჭოს კრიტიკის საგანი გახდა,  პარლამენტმა გასული წლის ივნისში დააკანონა.

მსგავსი/Related

Back to top button