ახალი ამბები

ბარამიძე: ნატო IPAP-ის მიმდინარეობას აპრილში შეაფასებს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ დღეს თბილისში მყოფ ნატოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დელეგაცია საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) მიმდინარეობის შესახებ საკუთარ შეფასებას აპრილში წარმოადგენს.


“მარტში იქნება დასკვნები, აპრილში კი შეფასება“, განაცხადა გიორგი ბარამიძემ 11 მარტს.
 
ნატოს დელეგაცია, რომელიც 7 მარტს ჩამოვიდა თბილისში, საქართველოს  მთავრობასთან და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელობასთნ შეხვედრებზე ეცნობოდა IPAP -ის მიმდინარეობას.

მსგავსი/Related

Back to top button