ახალი ამბები

ბურჯანაძე მაგისტრალური გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვის წინააღმდეგია

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძე განაცხადა, რომ იგი საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის რუსული კომპანიისთვის მიყიდვის წინააღმდეგია. მან აქვე დასძინა, რომ “არ არსებობს რაიმე არგუმენტი, რომელიც ამ საკითხზე შეხედულებას შემაცვლევინებს“.       


“საერთოდ, რუსული კაპიტალის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არსებობს ობიექტები, მათ შორის მაგისტრალური გაზსადენი, რომლებიც არ უნდა აღმოჩნდეს რუსული კაპიტალის ხელში, რათა თავიდან ავიცილოთ ამ ობიექტების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “მზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში 10 მარტს.


ინფორმაცია მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციის თაობაზე მას შემდეგ გავრცელდა, რაც 20 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იტალიურ გაზეთ “ლა სტამპა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომთან” მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციის თაობაზე.


თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება, პრეზიდენტის ჩათვლით, “დიდი სიფრთხილით“ ეკიდება ამ თემას.  



 

მსგავსი/Related

Back to top button