ახალი ამბები

იაპონია საქართველოს ვალების რესტრუქტურიზაციას ახდენს

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ფინანსთა მინისტრმა ვალერი ჩეჩელაშვილმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰირო აბემ გაცვალეს ნოტები იაპონიის მიმართ საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციასა და იაპონიის მხრიდან ორი გრანტის გამოყოფის შესახებ.


მიღწეული შეთანხმებით, საქართველოსთვის დაახლოებით 2,5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ვალის რესტრუქტურიზაციაა გათვალისწინებული.


იაპონიის მთავრობა ასევე ორი  – 2,9 მლნ აშშ დოლარისა და 1,9 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტებს გამოუყოფს საქართველოს შესაბამისად მრეწველობის განვითარებისა და სასურსათო წარმოების ზრდის ხელშეწყობის მიზნით.

მსგავსი/Related

Back to top button