We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ნოღაიდელი ერევანში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრანიკ მარგარიანის მიწვევით ორდღიანი ვიზიტით ერევანში გაემგზავრა.


ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია სომხეთის პრეზიდნეტს და მთავრობის წევრებს შეხვდება. საუბარი შეეხება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრები შედგება ასევე ბიზნესმენებთანაც.


 

Back to top button