ახალი ამბები

პარლამენტი რუსული ბაზების კანონგარეშედ გამოცხადების შესახებ დადგენილებას განიხილავს

პარლამენტმა 10 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების კანონგარეშედ გამოცხადების შესაზებ დადგენილების პროექტის განხილვა დაიწყო.


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ დეპუტატებს პროექტის შესწორებული ვარიანტი გააცნო.

დოკუმენტი რუსული ბაზების გაყვანის საბოლოო ვადად 2006 წლის 1 იანვარს განსაზღვრავს. დადგენილების პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ 2005 წლის 15 მაისამდე, ნაცვლად 1 მაისისა, როგორც ეს პირველად ვერსიაში იყო გათვალისწინებული, უნდა მოამზადოს ბაზების მიმართ გასატარებელი განსაკუთრებული ღონისძიებები, რომლებიც ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ ვერ მოხერხდება რუსულ მხარესთან შეთანხმება სამხედრო ბაზების გაყვანის “მისაღებ და გონივრულ ვადებზე”.  


ეს ღონისძიებები გულისხმობს რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის შეფერხებას; საქართველოს ბიუჯეტისადმი რუსული ბაზების საერთო დავალიანების შეფასებას. პარლამენტი ასევე ავალებს გარემოს დაცვის სამინისტროს “შეისწავლოს და შეაფასოს რუსული სამხედრო ბაზების ფუნქციონირების შედეგად გარემოზე მიყენებული ეკოლოგიური ზიანის ოდენობა”.


 

მსგავსი/Related

Back to top button