
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი თურქეთს სტუმრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 10 მარტს ანკარაში თავის თურქ კოლეგას აბდულა გიულს შეხვდა.
“საქართველოსთვის თურქეთი მხოლოდ მეზობელი არ არის, იგი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია“, აცხადებს “ფრანს პრესი” სალომე ზურაბიშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს თურქეთს მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებას ნატოში ინტეგრაციისკენ. ორი ქვეყნის მინისტრებმა ასევე განიხილეს რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები.